პროექტის შესახებ

              საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი G-PRIED ხელს უწყობს I-VI კლასების მოსწავლეთა საბაზისო და გამჭოლი უნარ-ჩვევების განვითარებას კითხვასა და მათემატიკაში. 
        ბოლო სამი წლის განმავლობაში პროექტმა განახორციელა ინოვაციური მიდგომებისა და რესურსების პილოტირება დაწყებითი განათლების საფეხურზე თბილისისა და რეგიონების 122 საჯარო სკოლაში.წელს პროექტი გეგმავს,რომ დამატებით 500-მდე  სკოლა მოიცვას.

პროექტის მიდგომები
  • ყველა მოსწავლეს შეუძლია სწავლა;
  • მოსწავლეები განსხვავდებიან ერთმანეთისგან;
  • მასწავლებლის დანიშნულება - სათანადო ინდივიდუალური მხარდაჭერა;
  • მასწავლებელი არის გადაწყვეტილების მიმღები პირი.

 პროექტის ამოცანები
  • მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მთვარობის მიერ განათლების სფეროში დასახული მიზნის მიღწევაში;
  • ხელის შეწყობა I-VI კლასების მოსწავლეთა საბაზისო და გამჭოლი უნარ-ჩვევების განვითრებას კითხვასა და მათემატიკაში;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით სისტემის სხვადასხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების გაძლიერების ხელშეწყობა;
  • დირექტორებზე  ლიდერობის ტრენინგების  შეთავაზება;
  • მასწავლებლების დახმარება სწავლების ეფექტური და ინოვაციური სტრატეგიების დაუფლებასა და დანერგვაში;
  • მასწავლებელთა დახმარება საკლასო დიაგნოსტიკური და განმავითრებელი შეფასები88ს ეფექტურად გამოყენებასა და მოსწავლეთ მიღწევების რეგულარულ მონიტორინგში;
  • მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებით სწავლა-სწავლების გაუმჯობესებასა და მოსწავლეთა სასწავლო გამოცდილების გამდიდრებაში  სკოლის ხელშეწყობა.  
პროექტის შედეგები
  • მოსწავლეები კითხვასა და მათემატიკას გაუმჯობესებული მეთოდიკით ისწავლიან;
  • მასწავლებლები მომზადდებიან სწავლა-სწავლების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე;
  • სკოლის დირექტორები გახდებიან სასწავლო პროცესების ლიდერები თვიანთ სკოლებში;
  • 100-ზე მეტი განათლების სპეციალისტი გაივლის კითხვასა და მათემატიკაში მომზადებას,როგორც ტრენერი
  • მასწავლებლები გამოიყენებენ დიაგნოსტიკურ ტესტებსა და განმავითრებელ შეფასებას მოსწავლეთა პროგრესის შეფასებისა და სწავლების გაუმჯობესების მიზნით;
  • სკოლაში ფუნქციონირებას დაიწყებს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფები;
  • სკოლას გადაეცემა საბავშვო წიგნები,სასწავლო პოსტერები,თვალსაჩინოებები, აქტივობის ბარათები, მათემატიკის მანიპულატივები,აუდიო-ვიდეო აღჭურვილობა,პროექტის ფარგლებში გამოცემული საბავშვო გაზეთები;
  • სკოლაში გაიზრდება მშობელთ და თემის ჩართულობა.
პროექტის აქტივობები
  • მასწავლებლების მომზადება
  • განმავითრებელი შეფასება
  • სასწავლო რესურსები
  • პროფესიული განვითარება სასკოლო ბაზაზე
  • მშობელთა და საზოგადოების მონაწილეობა
  • პროექტის რესურსების ონლაინ პორტალი



Комментариев нет:

Отправить комментарий